კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავა მინო რაიოლამ ჰოლანდის “დორტმუნდში” ტრანსფერის შედეგად

Image source: Getty Images/ Borussia Dortmund

 

ზალცბურგის” ყოფილი თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ოფიციალურად დორტმუნდის “ბორუსიის” ფეხბურთელი გახდა.

ნორვეგიელმა მოთამაშემ გერმანულ კლუბთან 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა․ “დორტმუნდმა” “ზალცბურგს20 მილიონი ევრო გადაუხადა, და კიდევ 10 მილიონს დაამატებს იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი წარმატებულად ითამაშებს.

სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებს ასევე ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა. “დორტმუნდმა” იტალიელს ტრანსფერისთვის 15 მილიონი ევრო გადაუხადა. ამ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყარო – Nicolò Schira

გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს