კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია თუ რა ნომრით ითამაშებს მარიო მანჯუკიჩი იტალიურ კლუბში (ფოტო)

მარიო მანჯუკიჩი მილანში ითამაშებს

Image source: Goal ტვიტერის გვერდი

 

“იუვენტუსისა” და “ბაიერნის” ყოფილი ხორვატი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი საფეხბურთო კარიერას იტალიურ “მილანში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას მილანური კლუბის ოფიციალური საიტი ავრჩელებს.

მარიო “მილანს” მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა, ხელშეკრულების 1 წლით განახლების ვარიანტით. 34 წლის ხორვატი ბოლოს ყატარულ „ალ-დუჰაილში“ თამაშობდა (10 მატჩი, 2 გოლი), რომელიც ზაფხულს დატოვა და გუნდის გარეშე იყო.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მანჯუკიჩი 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.

მანჯუკიჩმა 24 ტროფეი მოიგო, მათ შორის 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 უეფას სუპერთას, 1 მსოფლიო თასი, 9-ჯერ ჩემპიონატი და 12 ქვეყნის თასები და სუპერ თასები. ის ხორვატიის ეროვნული ნაკრების მეორე საუკეთესო ბომბარდირია 89 მატჩში 33 გოლით.

 

 

 

 

წყარო – acmilan.com

 

 

 

 

 

 

 

ჯაბა კანკავამ ახსნა, თუ რატომ აირჩია “ვალანსიენი”