კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია სომხეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

Image source: Football Federation of Armenia

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ნოემბერში 3 ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება. მატჩი “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება.

3 დღის შემდეგ კი – 15 ივნისს, ჩვენი ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ხოაკინ კაპაროსმა სომხეთის ნაკრების 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:

ტრავმის გამო ნაკრებში ვერ მოხვდა ხორენ ბაირამიანი, ხოლო ნორბერტო ბრიასკო ბალეკიანი ეროვნულ გუნდს კორონავირუსით განაპირობებული შეზღუდვების გამო ვერ დაეხმარება. Covid-19-ზე ფეხბურთელების ტესტების პასუხებიდან გამომდინარე გუნდის შემადგენლობაში შესაძლებელია ცვლილებები მოხდეს.

ნოემბრის მესამე მატჩში კი საქართველო ესტონეთს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისში, 18 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.

წყარო – Football Federation of Armenia

ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქის გაფართოებული შემადგენლობა (ფოტო)