კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია შვეიცარია-საქართველოს მატჩის ჩატარების ქალაქი, დრო და სტადიონის დეტალები

Image source: gff.ge

 

ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის მე-9 ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობით ბოლო შეხვედრას შვეიცარიის ქალაქი სანკტ გალენი, 19694-იანი  “კიბუნპარკი” ან “აფგ არენა” უმასპინძლებს.

ამის შესახებ შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის ტვიტერის გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის მე-9 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიასთან ბოლო შეხვედრას გამართავს. მატჩი 15 ნოემბერს საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

 

წყარო – nationalteams_SFVASF