Image source: geonoc.org.ge
რუსთავში გაიმართა სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრება, რომლის დღის წესრიგი მოიცავდა 4 საკითხს.
კრების ძირითად საკითხს წარმოადგენდა სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევა. წარდგენილი იყო ერთი კანდიდატი – მოქმედი ხელმძღვანელი თამაზ გველუკაშვილი. გაიმართა ღია კენჭისყრა. გამგეობის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამაზ გველუკაშვილის კანდიდატურას. კრებაზე განისაზღვრა გამგეობის წევრთა რაოდენობა და დამტკიცდა ახალი შემადგენლობა.
ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა გელა ბურნაძე.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ქვემო ქართლის რეგიონალურ ორგანიზაციას გაწეული მუშაობისთვის, წარმატებები უსურვა თამაზ გველუკაშვილის ხელმძღვანელობით და მხარდაჭერა აღუთქვა.
ვიდეობი
ფოტოები