კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია საქართველოს თასის ყველა 1/4-ფინალისტის ვინაობა – “საბურთალომ” შინ “დილა” დაამარცხა (ვიდეო)

საბურთალომ საქართველოს თასის 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

გუშინ, “დავით ყიფიანის” სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის ბოლო მატჩი გაიმართა. “საბურთალომ” “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გორის “დილა” 2-გოლიანი სხვაობით 3:1 დაამარცხა და გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა.

გოლები: 1:0 დაჩია ცნობილაძე 45+4′, 2:0 იური ტაბატაძე 59′, 3:0 ნიკოლოზ მალი 84′, 3:1 უსმანე კამარა 90+3′

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის 1/4 ფინალში იასპარეზებს – „საბურთალო“, „სამგურალი“, „გორი“, „შუქურა“, „ლოკომოტივი“, ბათუმის „დინამო“, „გარეჯი“ და „გაგრა“.

 

 

 

 

წყარო – cup.gff.ge

 

 

 

 

 

 

 

ქართველი სუმოისტის წარუმატებელი მე-13 საშეჯიბრო დღე (ვიდეო)