კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან

საქართველოს შემადგენლობა პორტუგალიასთან

Image source: rugby.ge

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 6 მარტს რაგბი ევროპას ახალი სეზონის პირველ ტურში სტუმრად პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ 23-კაციან შემადგენლობაში სამი დებიუტანტია – გია ხარაიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და მიხეილ ალანია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან:

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა),

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩი 6 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – Rugby.ge

 

ოფიციალურად: საჩხერის “ჩიხურას” ნახევარმცველი უკრაინიის რანგით მეორე ლიგაში იასპარეზებს