კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უელსთან

შემადგენლობა უელსთან

Image source: Autumn Nations Cup

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ერთა თასზე, იგივე რვა ერზე მეორე შეხვედრას 21 ნოემბერს, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ლევან მაისაშვილმა უკვე დაასახელა ამ მატჩისთვის გუნდის ძირითადი შემადგენლობა.

ინგლისთან შედარებით სასტარტოში 5 ცვლილებაა, ორი ხაზში, ხოლო სამი შერკინებაში. “ბორჯღალოსნები” უელსის ნაკრებთან  მოედანზე ასეთი შემადგენლობით გავლენ:

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (84 კეპი, 53 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (4 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (26 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (68 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (87 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (17 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (53 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (63 კეპი, 10 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (60 კეპი, 15 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (3 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (27 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (14 კეპი, 5 ქულა), 8. ბექა გორგაძე (29 ქულა, 40 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 18. ლექსო ყაულაშვილი (2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (3 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (59 კეპი, 60 ქულა); 21. გელა აფრასიძე (27 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), 23. თამაზ მჭედლიძე (58 კეპი, 35 ქულა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ინგლისთან 0:40 წააგო, ხოლო უელსთან მატჩი 21 ნოემბერს, თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.

 

წყარო – Rugby.ge

 

ევროპის ჩემპიონატი – ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე პრაღაში