კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა წლის ბოლო მატჩებისთვის

ქალთა ნაკრები მზადებას იწყებს

Image source: gff.ge

 

საქართველოს ქალთა ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ევრო 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას ლევან ბაჯელიძის გუნდი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართავს.

ბაჯელიძემ მოახლოებული მატჩებისთვის გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)

მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მეგი ეჯიბია (კვარტალი, თბილისი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი)

ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი) თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ნიკე, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი), ანა კულდონაშვილი (დინამო, სოხუმი), თამარ ეპიტაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა)

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

საქართველოს ნაკრები 26 ნოემბერს, მალტას უმასპინძლებს, ხოლო 1 დეკემბერს ბოსნიას. ორივე მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – Gff.ge

 

გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” მნიშვნელოვანი გამარჯვება ესპანეთში