კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა – 4 დებიუტანტია (ფოტო)

ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სკავალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ. 28 მარტს, საქართველოს ნაკრები თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს კი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება.

მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე დებიუტანტია. საფრანგეთში დაბადებული ბელგიური “სერენის” 20 წლის თავდამსხმელი – გიორგი მიქაუტაძე, თბილისის “ლოკომოტივის” 20 წლის მეკარე – გიორგი მამარდაშვილი, ბათუმის “დინამოს” 24 წლის მარჯვენა მცველი – გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული “ვოლფსბერგერის” მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

 

 

 

ჰარუ ბაშოს მესამე დღე: ტოჩინოშინის მოუგებელი სერია შეწყდა (ვიდეო)