კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ბელარუსთან ამხანაგური მატჩისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. აქედან 3 ლეგიონერია, ხოლო 22 საქართველოს ეროვნულ ლიგაში თამაშობს.

ახალგაზრდული ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება და სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე მოემზადება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ლუკა კუტალაძე (დინამო, თბილისი, საქართველო), ლუკა მიქაია (რუსთავი, საქართველო)

მცველები: რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ზურა გიგაშვილი (ტამბოვი, რუსეთი), ალექსანდრე კალანდაძე (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო, თბილისი, საქართველო), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო), ცოტნე კაპანაძე (თელავი, საქართველო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ნიკა გაგნიძე (დილა, გორი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია, საქართველო), ზურაბ დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (დინამო, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), რევაზ ინჯგია (თელავი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო, ქუთაისი, საქართველო), ნიკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი, საქართველო)

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), შოთა შეყილაძე (თელავი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 29 მარტს, გორში, ამხანაგურ მატჩს ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებთან გამართავს. 2023 წელს საქართველო ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლებს.

 

წყარო – Nakrebi.ge

 

თუ რატომ “კაკტუსის” კალათბურთელმა საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციას მიმართა