კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი სეოკ-ის ვერსიით (ვიდეო)

Image source: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

 

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელა. ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანსა და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს აჯობა.

გარდა ამისა, საზეიმო ცერემონიაზე საუკეთესო სპორტსმენები სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით დასახელდნენ.

ლაშა ტალახაძე – 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი

ნინო სალუქვაძე – 2019 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი

კახი კახიაშვილი – 2019 წლის საუკეთესო მენეჯერი

გიორგი იანტბელიძე – 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია – 2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია – 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სახეობებში

გოგა ბითაძე – 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი

გიორგი თენაძე – 2019 წლის ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი

ლუკა მაისურაძე – 2019 წლის აღმოჩენა

ეთერ ლიპარტელიანი – 2019 წლის აღმოჩენა

სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგინალური ორგანიზაცია – 2019 წლის რეგიონული აქტივობა

 

 

ოფიციალურად: კახა ცხადაძის გუნდი ევროტურნირებში ვერ ითამაშებს და 100 ათასი ევროთი დაჯარიმდება