კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია საქართველო-შვეიცარიის მატჩის ჩატარების ადგილი და პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის დეტალები

ცნობილია ჩატარების ადგილი და თარიღი

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 მატჩს შვეიცარელ თანატოლებთან გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი შვეიცარიას გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე დაუხვდება.

კორონავირუსის გამო უეფას მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის და მას მხოლოდ მედია და მატჩზე აკრედიტირებული სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს Silk Universal-ი აჩვენებს. მატჩი დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

 

 

წყარო – Georgian Football Federation

 

 

 

 

 

მერამდენე მატჩი იყი გურამ კაშიასთვის ეროვნული ნაკრების მაისურით