კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია საქართველო-მალტას მატჩის ჩატარების ადგილი და პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის დეტალები

საქართველოს ქალთა ნაკრები დღეს მალტას უმასპინძლებს

Image source: Women's Football Georgia ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრებს “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გამართავს. დღეს, საქართველოს ნაკრები მალტას დაუპირისპირდება, ხოლო 1 დეკემბერს კი, ბოსნია-ჰერცეგოვინას. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის სატელევიზიო რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი/ტელესკოლის ეთერში იხილავთ, ასევე 1TV.GE და არხის სხვა ონლაინ პლატფორმებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.

 

 

წყარო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

 

 

 

 

 

გიორგი შერმადინი: “ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება სწრაფი ფინელების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა”