კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის ჩატარების ადგილი და პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის დეტალები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს აზერბაიჯანელ თანატოლებს უმასპინძლებს

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 მატჩს აზერბაიჯანელ თანატოლებთან გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი აზერბაიჯანს გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე დაუხვდება.

კორონავირუსის გამო უეფას მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის და მას მხოლოდ მედია და მატჩზე აკრედიტირებული სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს Silk Universal-ი აჩვენებს.

მატჩი დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.

 

 

წყარო – Georgian Football Federation

 

 

 

 

 

ცნობილია ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველოს მატჩის მსაჯთა ბრიგადა