კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია რა სახის ტრავმა აქვს თორნიკე შენგელიას

შენგელიას მომდევნო მატჩი გაუცდება

Image source: Cska Moscow

 

მოსკოვის „ცსკა-ს“ ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ 26 სექტემბერს, „პარმასთან“ „ვი თი ბი ლიგაში“ ვერ ითამაშებს.

შენგელიას მარჯვენა წვივის კონტუზია აქვს და ჯერჯერობით უცნობია, როდემდე ვერ ითამაშებს. ქართველი კალათბურთელის მოედანზე დაბრუნების თარიღი მომდევნო გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ტრავმა სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში, „ასტანასთან“ დაპირისპირებისას მიიღო.

 

წყარო – Cska Moscow

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “ეს ახალი გამოწვევაა ჩემთვის”