Image source: GETTY IMAGES
“ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი მე-2 წელია ზედიზედ ლიდერობს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენებს შორის Forbes ვერსიით.
33 წლის არგენტინელმა 126 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 92 მილიონი – ხელფასები და ბონუსები, ასევე 34 მილიონი სხვა შემოსავლები.
გთავაზობთ მაღალანაზღაურებად ფეხბურთელების ტოპ ათეულს:
- ლიონელ მესი (ბარსელონა) – 126 მილიონი დოლარი
- კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 117 მილიონი დოლარი
- ნეიმარი (პსჟ) – 96 მილიონი დოლარი
- კილიან მბაპე (პსჟ) – 42 მილიონი დოლარი
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 37 მილიონი დოლარი
- პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) – 34 მილიონი დოლარი
- ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) – 33 მილიონი დოლარი
- გარეტ ბეილი (რეალ მადრიდი) – 29 მილიონი დოლარი
- რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 28 მილიონი ევრო
- დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი) – 27 მილიონი დოლარი