კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონის დაწყების თარიღი

ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონის 17 აპრილს დაიწყება

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონი სტარტს 17 აპრილს აიღებს.

ტურნირი განახლებული ფორმატით გაიმართება და მასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. ისტორიაში პირველად, ქალთა ლიგის პარალელურად, ქალთა რანგით მეორე ლიგაც გაიმართება.

ქალთა ლიგაში სეზონის საუკეთესო გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად თბილისის “ნიკე”, “ლანჩხუთი”, ქუთაისის “მართვე”, თბილისის “ნორჩი დინამო”, “ბათუმი”, “გორი იუნაიტედი”, თბილისის “კვარტალი” და ხობის “კოლხეთი” იბრძოლებენ.

​2021 წლის სეზონში ქალთა ლიგა ორ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც გუნდები 2 ოთხგუნდიან ჯგუფად გაიყოფიან და კვლავ 2 წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სატურნირო ცხრილში პირველ 4 ადგილზე მყოფი კლუბები ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულისთვის შეეჯიბრებიან, დარჩენილი გუნდები კი, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ. ბოლო ადგილოსანი ავტომატურად დატოვებს ქალთა ლიგას, მე-7 ადგილოსანი კი, პლეი-ოფში ქალთა ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება.

​შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სეზონის ქალთა ლიგის გამარჯვებული თბილისის “ნიკე” გახდა.

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

 

 

ტოკიოს საგზურისათვის 4 ქართველი მოფარიკავე იბრძოლებს