კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია ილია თოფურიას მომავალი მეტოქე UFC-ში

ილია თოფურიას მეტოქე

Image source: Getty Images

 

6 დეკემბერს, ლას-ვეგასში გასამართ UFC-ს ღონისძიებაზე რომან დოლიძესთან და მერაბ დვალიშვილთან ერთად, ილია თოფურიაც იბრძოლებს.

თოფურიას მომდევნო მეტოქე 32 წლის ამერიკელი დეიმონ ჯექსონი იქნება, რომელსაც MMA-ში ჩატარებული 23 ბრძოლიდან 18 მოგება, 3 მარცხი 1 ფრე და 1 No-Contest აქვს. UFC-ში კი ოთხი ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

23 წლის ილიას კი დებიუტი UFC-ში 11 ოქტომბერს ჰქონდა, სადაც ქართველმა იუსუფ ზალალი დაამარცხა.

რაც შეეხება სხვა ორ ქართველ მებრძოლს, დვალიშვილის მეტოქე სტამანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ტრავმის გამო შეიცვლება. რომან დოლიძის მეტოქე კი ჯონ ალანი იქნება.

 

წყარო – mma.uno

თორნიკე შენგელიამ “პანათინაიკოსთან” მოგებულ მატჩში 6 ქულა დააგროვა