კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ცნობილია გორის “დილას” ახალი მწვრთნელი, რომელიც უკრაინელია

დილას დემჩენკო გაწვრთნის

Image source: fc Dila Gori

 

გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდრეი დემჩენკომ ჩაიბარა. უკრაინელმა სპეციალისტმა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დემჩენკო ბოლოს ხარკოვის „მეტალისტს“ წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში ხარკოველებმა 13 თამაში მოიგეს, 5 ფრე ითამაშეს და 5-ჯერ წააგეს. მანამდე „ობოდსა“ და ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ უმუშავია.

გორის „დილას“ გასულ სეზონში გიორგი ნემსაძე წვრთნიდა, რომელიც „დინამო თბილისში“ გადავიდა. გორელები 2021 წლის ზაფხულში ევროსარბიელზე ითამაშებენ.

 

წყარო – FC Dila Gori

 

რონალდუ ევროპის ტოპ-5 ლიგებში 2020 წლის საუკეთესო ბომბარდირია