კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია Golden Boy 2020 ჯილდოს მფლობელი

Golden Boy 2020

Image source: Transfermarkt

 

Golden Boy 2020 ჯილდოს მიიღებს დორტმუნდის “ბორუსიის” თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი. ამ ინფორმაციას ავრცელებს იტალიური გამოცემა Tuttosport-ი, როელიც ამ დილდოს დამწესებელი გახლავთ.

Golden Boy ჯილდო გადაეცემა ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს. წელს ამ ჯილდოსთვის იბრძოდა 20 ფეხბურთელი, რომელთა შორისაც იყვნენ “რეალის” ფეხბურთელები როდრიგო და ვინისიუსი, “ბორუსიის” თავდამსხმელი ჯეიდონ სანჩო, “ბარსელონას” ფორვარდი ანსუ ფატი, “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ფერან ტორესი.

2017 წელს აღნიშნული ჯილდო გადაეცა კილიან მბაპეს, 2018 წელს – მატიეს დე იონგს, ხოლო 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება ჟოაუ ფელიშმა მიიღო.

წყარო – tuttosport.com

“ბაიერნის” ყველა დროის სიმბოლური ნაკრები