კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია Golden Boy 2019-ის გამარჯვებული

Image source: The Independent

 

გამოცემა Tuttosport-ი აცხადებს, რომ Golden Boy 2019-ის გამარჯვებული გახდა “ატლეტიკოს” შემტევი ნახევარმცველი ჟოაუ ფელიში. Golden Boy ტიტული ენიჭება მსოფლიოს 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს.

გამარჯვებულს გამოვლენა ხდება საერთაშორისო საბჭოს წევრების – 40 სპორტული ჟურნალისტების ხმის მიცემის შედეგად.

Golden Boy 2019-ის საუკეთესო ათეული ასე გმაოიყურება:

  1. ჟოაუ ფელიში – “ატლეტიკო მადრიდი”, 332 ხმა
  2. ჯეიდონ სანჩო – “დორტმუნდი”, 175
  3. კაი ჰავერცი – “ბაიერი”, 75
  4. ერლინგ ჰოლანდი – “ზალცბურგი”, 74
  5. მატიეს დე ლიგტი – “იუვენტუსი”, 71
  6. ანსუ ფატი – “ბარსელონა”, 49
  7. ფილ ფოდენი – “მანჩესტერ სიტი”, 46
  8. ჯანლუიჯი დონარუმა – “მილანი”, 37
  9. ნიკოლო ზანიოლო – “რომა”, 36
  10. დონჯელ მალენი – “პსვ”, 35

შეგახსენებთ, რომ Golden Boy-ის ტიტულის 2018 წლის მფლობელი მატიეს დე ლიგტი გახლავთ, ხოლო 2019 წელს ეს ჯილდო კილიან მბაპემ მოიგო.

წყარო – tuttosport.com

გოგა ბითაძე “იუტა ჯაზთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება (ვიდეო)