კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია ევროპის ლიგის ყველა ნახევარფინალისტი (ვიდეო)

ევროპის ლიგაზე ნახევარფინალი შეივსო

Image source: UEFA Europa League

 

ევროპის ლიგაზე „შახტარი“ და „სევილია“ ნახევარფინალში გავიდნენ. ესპანურმა კლუბმა „ვულვზი“ მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა და ისიც 88-ე წუთზე გავიდა. თავი ლუკას ოკამპოსმა გამოიჩინა. ინგლისელებს იქამდე ჰქონდათ კარგი შანსი ანგარიში გაეხსნათ, მაგამ პენალტი ვერ გამოიყენეს. „სევილიამ“ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და იქ 16 აგვისტოს „მანჩესტერს“ დაუპირისპირდება.

დავით ხოჭოლავას „შახტარმა“ კი „ბაზელი“ 4:1 გაანადგირა. მორაეშმა, ტაისონმა, პატრიკმა და დოდომ შვეიცარიელები დაარბიეს. ქართველ მცველს არ უთამაშია, რადგან დისკვალიფიკაციას იხდიდა. უკრაინელები 17 აგვისტოს „ინტერს“ შეხვდებიან.

„შახტარი“ – „ბაზელი“ 4:1

გოლები: 1:0 მორაეში (2), 2:0 ტაოსონი (22), 3:0 პატრიკი (75), 4:0 დოდო (88), 4:1 ვან ვოლფსვინკელი (90)

„ვულვზი“ – „სევილია“ 0:1

გოლი: 0:1 ოკამპოსი (88)

 

წყარო – UEFA Europa League

 

“რუბინის” მწვრთნელი მსაჯებზე: “ჩვენ იდიოტები ვგონივართ”