კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია ევროპის ლიგის ოთხი მეოთხედფინალისტი (ვიდეო)

მანჩესტერი მეოთხედფინალშია

Image source: Manchester United

 

ევროპის ლიგის გათამაშება, რომელიც 5 თვის წინ შეწყდა, განახლდა. მეოთხედფინალში გასვლა ტურნირის ორმა ფავორიტმა, „ინტერმა“ და „მანჩესტერმა“ მოახერხეს.

„იუნაიტედს“ „ლასკ ლინცთან“ სტუმრად 5:0 ჰქონდა მოგებული და ამ უპირატესობის შენარჩუნებაც ადვილად შეძლო. ანგარიში ავსტრიელებმა გახსნეს, მაგრამ ჯესი ლინგარდმა და ენტონი მარსიალმა „ოლდ ტრაფორდზეც“ „მანჩესტერს“ მოაგებინეს.

მილანის „ინტერმა“ კი ერთრაუნდიან დაპირისპირებაში „ხეტაფეს“ 2:0 აჯობა. რომელუ ლუკაკუმ ანგარიში გახსნა, რასაც კრისტიან ერიკსენის მეორე გოლი მოყვა მატჩის მიწურულს.

„ინტერისა“ და „მანჩესტერის“ გარდა, მეოთხედფინალში „შახტარი“ და „კოპენჰაგენი“ გავიდნენ. დანარჩენი ოთხი მეოთხედფინალისტი 6 აგვისტოს გაირკვევა.

„ინტერი“ – „ხეტაფე“ 2:0

გოლები: 1:0 ლუკაკუ (33), 2:0 ერიკსენი (83)

„მანჩესტერი“ – „ლასკი“ 2:1

გოლები: 0:1 ვეისინგერი (55), 1:1 ლინგარდი (57), 2:1 მარსიალი (88)

 

წყარო – UEFA Europa League

 

“ტორპედო” და “თელავი” სპეციალური მაისურებით ითამაშებენ