კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია ევროპის ლიგაზე ორი ნახევარფინალისტი (ვიდეო)

მანჩესტერი და ინტერი ნახევარფინალში

Image source: UEFA Europa League

 

ევროპის ლიგის გათამაშებაში ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილი გახდა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „კოპენჰაგენი“ უმძიმეს, 120-წუთიან ბრძოლაში დაამარცხა. 90 წუთში გოლი არ გასულა, ხოლო 95-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშის პენალტმა ინგლისელებს ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

მეორე ნახევარფინალისტი „ინტერია“. ანტონიო კონტეს გუნდმა „ლევერკუზენს“ 2:1 აჯობა. მატჩის დასაწყისშივე ნიკოლო ბარელამ და რომელუ ლუკაკუმ ორი გოლი გაიტანეს, რასაც კაი ჰავერცმა უპასუხა. ეს ყველაფერი 25-ე წუთისთვის მოხდა, მაგრამ დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. „ინტერი“ ბოლო 10 წელიწადში პირველად გავიდა ევროთასის ნახევარფინალში.

11 აგვისტოს ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება, „სევილია“ „ვულვზს“, „შახტარი“ კი „ბაზელს“ დაუპირისპირდება.

„მანჩესტერი“ – „კოპენჰაგენი“ 1:0

გოლი: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (95, პენ)

„ინტერი“ – „ლევერკუზენი“ 2:1

გოლები: 1:0 ბარელა (15), 2:0 ლუკაკუ (21), 2:1 ჰავერცი (25)

 

წყარო – UEFA Europa League

 

ქეცბაია ნინუას ტრანსფერზე: “მჯერა, “პაოკს” გამოადგება და დაეხმარება”