კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია ევროპის ლიგაზე 8 მერვედფინალისტის ვინაობა

Image source: Getty images

 

ევროპის ლიგის გათამაშებაში რვა მერვედფინალისტის ვინაობა ცნობილია. გუშინ ლონდონის „ტოტენჰემმა“ შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა, ახლა მას კიდევ 7 გუნდი შეუერთდა.

ლონდონის „არსენალმა“ „ბენფიკას“ დრამატულ ბრძოლაში მოუგო. პირველი მატჩი 1:1 იყო დასრულებული, საპასუხო შეხვედრაში ინგლისელები იგებდნენ, შემდეგ ორი გოლი გაუშვეს და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ მიკელ არტეტას გუნდმა მატჩის მიწურულს 2 გოლი გაიტანა, 3:2 მოიგო და მერვედფინალში გავიდა.

ხსენებული ლონდონური გუნდების გარდა მერვედფინალში „აიაქსი“, „მიოლდე“, „გრანადა“, „რეინჯერსი“, „შახტარი“ და „ვილიარეალი“ გავიდნენ.

„აიაქსი“ – „ლილი“ 2:1

„არსენალი“ – „ბენფიკა“ 3:2

„ჰოფენჰაიმი“ – „მიოლდე“ 0:2

„ნაპოლი“ – „გრანადა“ 2:1

„რეინჯერსი“ – „ანტვერპენი“ 5:2

„შახტარი“ – „მაკაბი“ 1:0

„ვილიარეალი“ – „ზალცბურგი“ 2:1

 

წყარო – UEFA Europa League

 

ბელგიური გამოცემა: “მიქაუტაძე ბელგიის უმაღლესი დივიზიონისთვის მზად არის”