კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია ესტონეთის ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

ესტონეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან

Image source: jalgpall.ee

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ნოემბერში 3 ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება. მატჩი “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება.

15 ივნისს, ჩვენი ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ხოაკინ კაპაროსმა სომხეთის ნაკრების 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ნოემბრის მესამე მატჩში კი საქართველო ესტონეთს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისში, 18 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.

ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: მარკო მეერიტსი (კალიუ), მატვეი იგონენი (ფლორა), კარლ იაკობ ჰეინი (არსენალი, ინგლისი)

მცველები: ტაილო ტენისტე (ბრანი, ნორვეგია), კარლო მეტსი (ალ-იტიჰადი, საუდის არაბეთი), ნიკიტა ბარანოვი (კარმიოტისა, კვიპროსი), არტურ პიკი (კუოპიო (ფინეთი), იონას ტამი (დესნა, უკრაინა), მორტენ კუუსკი (ფლორა), მიხაელ ლილანდერი (ფლორა), ჰენრიკ პიურგი (ფლორა), ჰენრი იორველაიდი (ვენდსისელი, დანია)

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: კონსტანტინ ვასილიევი (ფლორა), სერგეი ზენიოვი (შახტიორი, ყაზახეთი), რაუნო საპინენი (ფლორა), ფრანკ ლიივაკი (ფლორა), პაველ მარინი (ტულევიკი), მიხელ აინსალუ (ლვოვი, უკრაინა), მარტინ მილერი (ფლორა), ვლადისლავ კრეიდა (ფლორა), ერიკ სორგა (დი სი იუნაიტედი, აშშ), ვლასი სინიავსკი (ფლორა), გეორგი ტუნიოვი (სპალი, იტალია), მარკ ანდრე ლეპიკი (ფლორა), ედგარ ტური (ლინამეესკონდი), მარკუს სოომეტსი (ფლორა).

წყარო – jalgpall.ee

„პანეტოლიკოსის“ მეკარის კომენტარი ნიკა ნიუნას დარტყმის შესახებ