კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ახალი თარიღი

ცნობილია ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ჩატარების თარიღი

Image source: geonoc.org.ge

 

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო მაისიდან რამდენიმეჯერ გადავადდა.

თავდაპირველი გრაფიკით, პირველობა 1-3 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მერე ახალ თარიღად 8-10 ნოემბერი გამოცხადდა, ევროპის ძიუდოს ფედერაციის და მასპინძელთა ბოლო ერთობლივი გადაწყვეტილებით კი ჩემპიონატის თარიღმა რამდენიმე დღით გადაიწია. 19-21 ნოემბერს პრაღაში გაიმართება და ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები განაწილდება.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) პრეზიდენტ მარიუს ვიზერსა და სრულიად იაპონიის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელის იასუჰირო იამასიტას შეთანხმებით, ტოკიოს დიდი სლემის გაუქმება გადაწყდა. მათი განმარტებით, ტოკიოს ტურნირმა შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი, რაც თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნის მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს.

 

 

 

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

 

 

როგორი იქნება “ატლეტიკოს” შემადგენლობა მომდევნო სეზონში ტორეირას და სუარესის დამატების შემდეგ (ფოტო)