კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია “დინამო თბილისის” 3 ახალი მეტოქე, რომლებსაც თურქულ შეკრებაზე შეხვდება

დინამოს 5 სპარინგი თურქეთში

Image source: FC Dinamo Tbilisi

 

„დინამო თბილისმა“ თურქეთში ამხანაგური მატჩების განახლებული განრიგი გამოაქვეყნა. გიორგი ნემსაძის გუნდი შეკრებაზე კიდევ ხუთ სპარინგს გამართავს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ დინამოელები 1 თებერვალს კიევის „დინამოს“ და 8 თებერვალს „სოჭის“ შეხვდებოდნენ, ახლა კიდევ 3 სპარინგი დაემატა.

4 თებერვალს „დინამოს“ მეტოქე ბულგარული „ლუდოგორეცი“ იქნება, 6 თებერვალს უკრანული „ზორია“, ხოლო 11 თებერვალს „ვერესი“ და ამით შეკრება დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ თურქეთში 3 ამხანაგური თამაში ჩაატარა, 1 მოიგო, 1 წააგო და ერთხელ ფრე ითამაშა.

 

📢 თურქულ შეკრებაზე დაანონსებული 5 მეტოქის გარდა, კიდევ 3 სპარინგ პარტნიორი გაირკვა #FCDT

📆⚽ დინამო 4 თებერვალს…

Posted by FC Dinamo Tbilisi on კვირა, 31 იანვარი, 2021

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi