კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია დარჩება თუ არა პაპუნაშვილი “სარაგოსაში”

პაპუნაშვილი სარაგოსაში რჩება

Image source: Real Zaragoza

 

გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსას“ არ დატოვებს და გუნდში სულ მცირე იანვრამდე დარჩება. As-ის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ და სპორტულმა დირექტორმა ლალო არანტეგიმ გადაწყვეტილება მიიღეს და ქართველი შანსს მიიღებს.

პაპუნაშვილმა „ხეტაფესთან“ და „ხიმნასტიკთან“ ამხანაგურ მატჩებში ითამაშა და არ გაუბრწყინია, მაგრამ ბარახამ მისი შენარჩუნება გადაწყვიტა.

პაპუნაშვილს „სარაგოსასთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მან არაგონულ გუნდში 62 თამაშში 13 გოლი გაიტანა. შარშან მან იჯარით „რასინგში“ ითამაშა, სადაც 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„სარაგოსა“ სეზონში პირველ თამაშს 23 სექტემბერს, „ლას პალმასის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

 

წყარო – As.com

 

ბაჩანა არაბულის ახალი კლუბი ცნობილია და ქართველი საბერძნეთში დარჩა