კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ცნობილია დარჩება თუ არა ნიკა ნინუა “პაოკში”

ნინუა პაოკში რჩება

Image source: paokfc.gr

 

სალონიკის „პაოკის“ ფეხბურთელის, ნიკა ნინუას „ანორთოსისში“ ტრანსფერი არ შედგება. როგორც კვიპროსული მედია იტყობინება, ბერძნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაბლო გარსიამ ტრანსფერი დაბლოკა.

ურუგვაელი ქართველისთვის შანსის მიცემას აპირებს და ნინუაც სალონიკში დარჩება. ამის შესახებ „ანორთოსისს“ უკვე აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ნინუას დამატება თემურ ქეცბაიას სურდა. ქართველმა „პაოკში“ მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

 

წყარო – shootandgoal.cyprustimes.com

 

კარიმ ბენზემა სასამართლოს წინაშე წარსდგება