კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ცნობილია დარჩება თუ არა დავით ხოჭოლავა “შახტარში”

ხოჭოლავა შახტარში რჩება

 

დავით ხოჭოლავა „შახტარში“ რჩება და გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობა 3 წლით განაახლეს, ძველი კონტრაქტი 2022 წელს იწურებოდა.

მთავარი მწვრთნელი 27 წლის ფეხბურთელს ენდობა და კონტრაქტის განახლებაც ამის საფუძველზე გადაწყდა. ხოჭოლავა „შახტარში“ 2017 წლიდან თამაშობს. მან უკრაინული ფეხბურთის გრანდში 79-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

ქართველმა მცველმა უკრაინაში იქორწინა, სადაც შვილიც შეეძინა და ამჟამად ქვეყნის დატოვებას არ გეგმავს.

 

წყარო – Sport.ua

 

ოფიციალურად: თორნიკე შენგელია ისევ “ბასკონიას” მაისურს ჩაიცმევს. კონტრაქტში სპეციალური პუნქტი ამოქმედდება