კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი

ჩელსი მეოთხედფინალშია

Image source: Getty images

 

ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. ბოლო ორი ადგილი ლონდონის „ჩელსიმ“ და მიუნხენის „ბაიერნმა“ შეავსეს, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან პირველი მატჩები ორივეს მოგებული ჰქონდათ.

„ჩელსიმ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ აჯობა ჰაკიმ ზიეჩისა და ემერსონის გოლებით და ორი მატჩის ჯამში 3:0 იმარჯვა, რადგან მანამდე სტუმრად 1:0 დაამარცხა. „ჩელსის“ პრობლემა არ შექმნია და მადრიდულ გუნდს ძალიან აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

მიუნხენის „ბაიერნი“ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და რომის „ლაციოსთან“ პრობლემა არ ჰქონია. გერმანელებმა სტუმრად 4:1 მოიგეს და ჯერ კიდევ იქ დაასრულეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, მეტოქეს შინაც აჯობეს, ოღონდ მოკრძალებულად, ენერგიის შენახვით და თავი არ მოუკლავთ.

პირველ ტაიმში ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, მეორე ნახევარში კი ერიკ ჩუპო-მოტინგმა და მარკო პაროლომ გოლები გაცვალეს და „რეკორდმაისტერმა“ 2:1 მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამი ინგლისური კლუბი – „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“, ორი გერმანელი „დორტმუნდი“ და „ბაიერნი“ თითო ფრანგული „პსჟ“, პორტუგალიური „პორტუ“ და ესპანური „რეალი“ ითამაშებენ. წილისყრა 19 მარტს ჩატარდება.

„ჩელსი“ – „ატლეტიკო“ 2:0

გოლები: 1:0 ზიეჩი (34), 2:0 ემერსონი (90)

„ბაიერნი“ – „ლაციო“ 2:1

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (33, პენ), 2:1 ჩუპო-მოტინგი (73), 2:1 პაროლო (82)

 

 

წყარო – UEFA Champions League

 

რუსული გამოცემა: “კვარაცხელიას სლუცკი სწორი კლუბის შერჩევაში დაეხმარება”