კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი მერვედფინალისტი (ვიდეო)

ბარსელონა მერვედფინალშია

Image source: Getty images

 

ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისა“ და „სევილიას“ შემდეგ კიდევ ორი მერვედფინალისტი გამოვლინდა. G ჯგუფის წევრებმა „იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ მოიპოვეს პლეი-ოფის საგზური.

„ბარსელონამ“ სტუმრად კიევის „დინამო“ 4:0 გაანადგურა, მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესი არ თამაშობდა. სტუმრებმა ოთხივე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანეს. „ბარსას“ 12 ქულა აქვს და ჯგუფიდან გავიდა.

9 ქულით გააღწია ჯგუფიდან „იუვენტუსმა“, რომელმაც „ფერენცვაროშს“ კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას გოლებით დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა. იტალიელები აგებდნენ, მაგრამ თამაში შემოატრიალეს და გამარჯვება იზეიმეს. მორატამ გამარჯვების გოლი საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე გაიტანა. ლაშა დვალმა „ფერენცვაროშში“ 90 წუთი ითამაშა.

F ჯგუფში „დორტმუნდმა“ „ბრიუგეს“ 3:0, ხოლო „ლაციომ“ „ზენიტს“ 3:1 მოუგო. ჯერ ოფიციალურად არა, მაგრამ გერმანული და იტალიური გუნდები ძალიან ახლოს არიან მერვედფინალთან, რადგან მესამეადგილოსან „ბრიუგეს“ 5 და 4 ქულით უსწრებენ და მხოლოდ ორი ტური დარჩა.

H ჯგუფში „მანჩესტერმა“ „ბაშაკშეჰირი“ ადვილად, 4:1 დაამარცხა, 9 ქულა დააგროვა და ჯგუფს ლიდერობს. „პსჟ“-მ კი „ლაიპციგი“ ნეიმარის პენალტით დატოვა უქულოდ და სატურნირო ცხრილში გაუთანაბრდა. მეორე ადგილისთვის სწორედ ეს გუნდები იბრძოლებებნ, რადგან 6-6 ქულა აქვთ.

ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ოთხი გუნდია გასული – “ჩელსი”, “სევილია”, “ბარსელონა” და “იუვენტუსი”.

„იუვენტუსი“ – „ფერენცვაროში“ 2:1

გოლები: 0:1 უზუნი (19), 1:1 რონალდუ (35), 2:1 მორატა (90)

„დინამო“ – „ბარსელონა“ 0:4

გოლები: 0:1 დესტი (52), 0:2 ბრაიტვაიტი (57), 0:3 ბრაიტვაიტი (70, პენ), 0:4 გრიზმანი (90)

„დორტმუნდი“ – „ბრიუგე“ 3:0

„ლაციო“ – „ზენიტი“ 3:1

„მანჩესტერი“ – „ბაშაკშეჰირი“ 4:1

 

„პსჟ“ – „ლაიპციგი“ 1:0

 

წყარო – Uefa Champions League

 

რამდენი ქულით შეფასდა ლაშა დვალის თამაში “იუვენტუსის” წინააღმდეგ