კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია “ბარსელონა” – “რეალის” მატჩის მთავარი მსაჯი

Image source: Mundo Deportivo

 

ცნობილია „ელ კლასიკოში“, „ბარსელონა“ – „რეალის“ მატჩის მთავარი მსაჯი. როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, შეხვედრას ალეხანდრო ერნანდესი გაუძღვება.

ერნანდესმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ერთი თამაში იმსაჯა, რომელიც კატალონელებმა 1:3 წააგეს.

„ელ კლასიკოში“ მეხუთედ იმსაჯებს და უპირატესობა კატალონელებს აქვთ, 2 გამარჯვება (5:1, 3:2). ერთი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო ერთხელ „კამპ ნოუზე“ „რეალმა“ 2:1 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ – „რეალის“ დაპირისპირება 18 დეკემბერს გაიმართება.

 

წყარო – Mundo Deportivo

 

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე შესუსტებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ითამაშებს