კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილია აზარის ტრავმის დეტალები. როდის დაბურნდება “რეალის” ფეხბურთელი?

Image source: Getty Images

 

რეალის” ოფიციალურმა გვერდმა ედენ აზარის ტრავმის შესახებ განცხადება გაავრცელა. ვებ-გვერდის ცნობით ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთის დაზიანება აქვს.

ესპანური გამოცემები AS და Marca იტყობინებიან, რომ ბელგიელს ამ ტრავმის შედეგად 10 დღე გაუცდება და ის 3 (“ალავესთან“, “ესანიოლთან” და “ბრიუგესთან“) მატჩს გამოტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აზარი მოედანზე დაბრუნდება 15 დეკემბერს, ესპანეთის ლა ლიგაში “ვალენსიას” წინააღმდეგ დაგეგმილ შეხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ აზარმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პსჟ“-ს წინააღმდეგ მატჩში მიიღო.

წყარო – Real Madrid CF, AS, Marca.

U19 საერთაშორის სერია. უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ