კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი: “სალაჰთან ერთად თამაში ჩემთვის სასიამოვნო არ იქნებოდა”

Image source: Read Liverpool

 

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰთან ერთად თამაშის სურვილი არ აქვს. ამჟამად „ანდერლეხტის“ ფეხბურთელის განცხადებით, ეგვიპტელზე მეტად რიად მაჰრეზი მოსწონს.

მაჰრეზსა და სალაჰს შორის, მე მაჰრეზთან ერთად თამაში მირჩევნია. რატომ? იმიტომ, რომ ის ალჟირელია და მისი თამაშის სტილი მომწონს. მაჰრეზი გუნდური ფეხბურთელია, სალაჰი კი უფრო მეტად ინდივიდუალისტია“ – თქვა ნასრიმ.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი „ლივერპულის“ ღირსებას იცავს, ხოლო მაჰრეზი „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობს.

 

 

ვანდა ნარა პირად ცხოვრებაზე: “სექსი ჩემთვის 10-დან 10 ქულით ფასდება”