კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილი იტალიელი მსახიობი რონალდუს ფილმში გადასაღებად იწვევს

Image source: Cristiano Ronaldo India

 

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ თქვა, რომ საფეხბურთო კარიერის შემდეგ ფილმში გადაღება სურდა.

ცნობილი იტალიელი მსახიობი მიკელე პლაჩიდო კი, პორტუგალიელს გამოეხმაურა და მზადაა ფილმში გადაიღოს.

„ძვირფასო კრიშტიანუ, შეგიძლია როცა მოისურვებ, დამირეკო. შემიძლია ჩემს მომდევნ ფილმში გადაგიღო და ეს შესაძლოა ჰოლივუდისკენ ტრამპლინიც გამოდგეს. ვფიქრობ, მსახიობობა ნამდვილად შეუძლია და ჰოლივუდშიც მოხვედრა შეუძლია. თანაც, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენი სამსახიობო კარიერას დაიწყებს“ – თქვა პლაჩიდომ.

 

წყარო – Tuttosport

 

“ბარსელონას” ვალვერდეს პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს