კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილი გახდა სანდრო ბაზაძის პირველი მეტოქის ვინაობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

სანდრო ბაზაძეს პირველი მეტოქე ცნობილია

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

სანდრო ბაზაძეს პირველი მეტოქე ცნობილია ოლიმპიურ თამაშებზე.

დღეს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს კაცთა შორის ხმლით ფარიკაობაში, T32-ში სანდრო ბაზაძე, საქართველოს დროით 8:10 FIE-ს რეიტინგში 32-ე ადგილოსან, 26 წლის ეგვიპტელ, მოჰაბ სამერს შეხვდება, რომელიც აფრიკის 2016 წლის ჩემპიონია და 2018 და 2019 წლების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი.

ოფიციალურ შეხვედრებში სანდრო ბაზაძე და მოაჰაბ ამერი ერთმანეთს არ შეხვედრიან.

მოჰაბი გუნდთან ერთად ივნისში თბილისში ერთობლივ შეკრებაში იმყოფებოდა.

 

 

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

 

 

 

 

ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე საქართველოს დროშით გაუძღვებიან საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე