კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცნობილი გახდა მარიო მანჯუკიჩის მაღალი ხელფასი ახალ გუნდში

Image source: Eleven Sports

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, “იუვენტუსის” ყოფილმა თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა ყატარის “ალ დუჰაილთან1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად ფეხბურთელის ანაზღაურება 10 მილიონ ევროზე მეტი იქნება.

მიმდინარე სეზონში მანჯუკიჩი ტურინული კლუბის მაისურით მოედანზე არცერთხელ არ გამოსულა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფორვარდი “ბიანკონერის2015 წელს შეუერთდა. მანამდე კი ზაგრების “დინამოში“, “ვოლფსბურგში“, “ბაიერნში” და მადრიდის “ატლეტიკოში” გამოდიოდა.

წყარო – La Gazzetta Dello Sport

გიორგი მაკარიძე პორტუგალიაში თვის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს (ფოტო)