კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ცხადაძე: “კანკავას და კვეკვესკირის ნაკრებში გამოსაშვებად შეიძლება მთავრობის ჩარევა გახდეს საჭირო”

ცხადაძემ კანკავაზე და კვეკვესკირზე ისაუბრა

Image source: Tobol FC

 

ყაზახური „ორდაბასის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საქართველოს „პირველ არხთან“ ინტერვიუში ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის შესახებ ისაუბრა. გამოცდილმა სპეციალისტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მათ „ტობოლი“ ნაკრებში დროულად არ გამოუშვებს და ამიტომ, შეიძლება მთავრობის დონეზეც ჩარევა გახდეს საჭირო.

„მნიშვნელოვანი იქნება, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ისტორიულ მატჩს ფეხბურთელები როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში შეხვდებიან. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. მაგალითად, მოახერხებენ თუ არა ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი სანაკრებო შეკრებაზე დროულად ჩამოსვლას. მეეჭვება, რომ გუნდმა ისინი დროულად გამოუშვას, რადგან გუნდი მეორე ადგილზეა და 8 ნოემბერს ყაზახეთის ჩემპიონატში ტურის მატჩი აქვს.

„ყველამ იცის, ჯაბა ყოველ შეხვედრაში როგორ იტვირთება და კარგი იქნება, რომ ის და ნიკა საქართველოს ნაკრების შეხვედრაზე დროულად ჩამოვიდნენ. შესაძლოა, კლუბმა არ გამოუშვას. მე ვიცი, რომ ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ და „ტობოლში“ წერილი გააგზავნეს. მაგრამ შესაძლოა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. თუ საჭირო გახდება და პრემიერისა და მთავრობის დონეზე რომ გახდეს საჭირო ჩარევა, ღირს, რადგან ეს 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული მატჩია და მოგებით ევროპის ჩემპიონატზე გავალთ“ – ციტირებს „პირველი არხის“ ვებგვერდი ცხადიძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ნოემბერში სამ მატჩს გამართავს, პირველს 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან. კანკავას და კვეკვესკირის გარდა, ყაზახეთიდან ნაკრებში ელგუჯა ლობჯანიძეა გამოძახებული.

 

წყარო – 1TV.ge

 

ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე