კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცეცხლი და უნიტაზი იბრაჰიმოვიჩის ძეგლთან – ზლატანს იუდა უწოდეს (ვიდეო)

Image source: B/R Football

 

შვედური „მალმიოს“ ქომაგები ზლატან იბრაჰიმოვიჩს აუმხედრდნენ და მის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყეს. გულშემატკივრები იმან გააბრაზა, რომ იბრამ საფეხბურთო კლუბ „ჰამარბის“ წილი შეიძინა.

ისინი იბრაჰიმოვიჩს ღალატში ადანაშაულებენ და „მალმიოს“ სტადიონთან ერთი თვის წინ გახსნილი ძეგლის სხვადასხვა ნივთებით შემკობა დაიწყეს, მათ შორის, უნიტაზით. გარდა ამისა, ძეგლს ცეცხლი წაუკიდეს და ყველაფერმა უკიდურესი ფორმა მიიღო.

გარდა ამისა, სტოქჰოლმში, ზლატანის სახლთან გაჩნდა წარწერა – „იუდა“, რაც ბუნებრივია ღალატთან ასოცირდება.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩის საფეხბურთო კარიერა „მალმიოში“ დაიწყო, გუშინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ მეორე შვედური გუნდის, „ჰამარბის“ აქციები შეიძინა.

 

 

ელგუჯა ლობჯანიძის მეუღლის ინტერვიუ: “ყაზახეთში გულშემატკივართა ცუდი დამოკიდებულება არ მოგვწონს”