კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Transfermarkt-მა ევრო-2020-ის ყველაზე ძვირადღირებული 10 ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა (ფოტო)

დე იონგი ევრო-2020-ის ყველზე ძვირადღირებული ნახევარმცველია

Image source: Getty Images

 

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-მა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან გამოარჩია 10 ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომლებიც ცენტრალური ნახევარმცველის ამპლუაში თამაშობენ.

პირველ ადგილზე მოხვდა “ბარსელონას ” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, 24 წლის დე იონგია– მისი ტრანსფერის ღირებულება 90 მილიონი ევრო შეადგენს. მეორე ადგილი დაიკავა “ატლეტიკოს” ესპანელმა, 26 ლიორენტემ– მისი ტრანსფერის ღირებულება 80 მილიონი ევრო შეადგენს. მესამე კი “ბაიერნის” გერმანელი ნახევარმცველი, გორეცკა გახლავთ – გერმანელის სატრანსფერო ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს.

ათეულში მოხვდნენ ასევე იტალიელი ბარელა (65 მილიონი), ფრანგი პოგბა (60 მილიონი), ესპანელი კოკე (60 მილიონი), ინგლისელი ბელინგემი (55 მილიონი), ბელგიელი ტიელემანსი (55 მილიონი), ასევე იტალიელი ვერატი (55 მილიონი) და ესპანელი რუისი (45მილიონი).

 

 

წყარო – transfermarkt_official

უმცროსი ბორჯღალოსნები შეცდომებით ურუგვაისთან მატჩი დათმო