კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Transfermarkt-მა ევრო-2020-ის ყველაზე ძვირადღირებული 10 თავდამსხმელი დაასახელა (ფოტო)

Transfermarkt-მა ევრო-2020-ის ყველაზე ძვირადღირებული 10 თავდამსხმელი დაასახელა

 

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-მა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან გამოარჩია 10 ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომლებიც თავდამსხმელის ამპლუაში თამაშობენ.

პირველ ადგილზე მოხვდა ფრანგული “პსჟს” ფრანგი ფეხბურთელი, 22 წლის მბაპე – მისი ტრანსფერის ღირებულება 160 მილიონი ევრო შეადგენს. მეორე ადგილი დაიკავა ინგლისური “ტოტენჰემის” ინგლისელმა, 27 წლის კეინმა – მისი ტრანსფერის ღირებულება 120 მილიონი ევრო შეადგენს. მესამე კი იტალიური “ინტერის” ბელგიელი 28 წლის შემტევი, ლუკაკუ გახლავთ – ბელგიელის სატრანსფერო ფასი 100 მილიონ ევროს შეადგენს.

ათეულში მოხვდნენ ასევე 21 წლის პორტუგალიელი ფელიში (80 მილიონი), 25 წლის გერმანელი ვერნერი (65 მილიონი), 30 წლის ფრანგი გრიზმანი (60 მილიონი), 32 წლის პოლონელი ლევანდოვსკი (60 მილიონი), 24 წლის ინგლისელი კალვერტ-ლიუინი (45 მილიონი), ასევე 25 წლის პორგულალიელი სილვა (45 მილიონი) და 27 წლის ჰოლანდიელი დეპაი (45 მილიონი).

 

 

წყარო – transfermarkt_official

 

 

 

 

 

 

 

სამხრეთ აფრიკა ფინალში გავიდა, უმცროსი ბორჯღალოსნებ კი ურუგვაის შეხვდებიან