კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Transfermarkt-მა ევრო-2020-ის ყველაზე ძვირადღირებული 10 მარცხენა ვინგერი დაასახელა (ფოტო)

Transfermarkt-მა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან გამოარჩია 10 ძვირადღირებული ფეხბურთელი

Image source: skysports.com

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-მა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან გამოარჩია 10 ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომლებიც მარცხენა ვინგერის ამპლუაში თამაშობენ.

პირველ ადგილზე მოხვდა ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ინგლისელი ფეხბურთელი, 26 წლის სტერლინგია – მისი ტრანსფერის ღირებულება 90 მილიონი ევრო შეადგენს. მეორე ადგილი დაიკავა ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელმა, 23 წლის რეშფორდმა – მისი ტრანსფერის ღირებულება 85 მილიონი ევრო შეადგენს. მესამე კი ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ინგლისელი 21 წლის შემტევი, ფოდენი გახლავთ – ინგლისელის სატრანსფერო ფასი 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ათეულში მოხვდნენ ასევე 24 წლის ესპანელი ფელიში (70 მილიონი), 19 წლის ინგლისელი საკა (65 მილიონი), 25 წლის ფრანგი კომანი (65 მილიონი), 25 წლის ინგლისელი გრილიში (65 მილიონი), 30 წლის იტალიელი ინსინიე (48 მილიონი), ასევე 24 წლის პორგულალიელი ჯოტა (45 მილიონი) და 27 წლის ბელგიელი კარასკო (40 მილიონი).

წყარო –  transfermarkt_official

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგა კირკიტაძე: “აფხაზეთი ჩვენი ტკივილია და მისი სიყვარულისთვის კონფერენც ლიგაზე მაქსიმალურად დავიხარჯებით“