Image source: championat.com
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია იმ მოთამაშეების სიაშია, რომლებითაც დორტმუნდის “ბორუსიაა” დაინტერესებულია.
როგორც transfermarketweb-ი იუწყება, მოსკოვის “ლოკომოტივისა” და “ტორინო” ინტერესით თვალყურს ადევნებენ ქართველის თამაშს. ამის გარდა ქართველი ლეგიონერით ესპანური “სევილიაც” არის დაინტერესებული, მაგრამ ჭორების თანახმად უკვე “ბორუსია დორტმუნდმა” ყაზანურ გუნდს შემოთავაზებით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. კვარაცხელია რუსეთში 2019 წლიდან თამაშობს.
ვიდეობი
ფოტოები