კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ტოტენჰემმა” “ჩელსის” პენალტების სერიაში მოუგო და 1/4 ფინალში გავიდა (ვიდეო)

ტოტენჰემმა ჩელსის მოუგო

Image source: Carabao Cup

 

ინგლისის კარაბაოს თასის მე-4 რაუნდში ლონდონური დერბი შედგა, „ტოტენჰემი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა და მეოთხედფინალში გავიდა.

ფრენკ ლამპარდის გუნდისთვის თამაში კარგად დაიწყო და მე-19 წუთზე ტიმო ვერნერმა ანგარიში გახსნა. „ჩელსი“ თითქმის მთელი თამაში ინარჩუნებდა უპირატესობას, მაგრამ 84-ე წუთზე ერიკ ლამელამ გათანაბრება მოახერხა.

მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც ფეხბურთელებმა 10-დან 9 პენალტი გაიტანეს. ერთადერთი შეცდომა მეისონ მაუნთმა დაუშვა, რომელმაც ბოლო პენალტი ვერ გაიტანა და „ჩელსი“ დამარცხდა.

„ტოტენჰემი“ – „ჩელსი“ 1:1 პენ: 5:4

გოლები: 0:1 ვერნერი (19), 1:1 ლამელა (84)

 

https://www.youtube.com/watch?v=17tSPYJxcYo

 

წყარო – Carabao Cup

 

ცნობილია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასული მორიგი სამი გუნდის ვინაობა