კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ტოტენჰემის” მფლობელმა მოურინიოს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კომენტარი გააკეთა

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემიდან გაუშვეს

Image source: cyprus-mail.com

 

“ტოტენჰემს” დაემშვიდობა ჟოზე მოურინიომ და მისმა სამწვრთნელო  შტაბმა (ჟოაო საკრამენტო, ნუნო სანტოსი, კარლოს ლალინი და ჯოვანი სერა). აღნიშნული ინფორმაცი ლონდონური კლუბის ოფიციალურ საიტზე დღეს ცაოტა ხნის წინ დადასტურდა.

კლუბის მეპატრონემ დენიელ ლევიმ ჟოზე გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა:

“ჟოზე და მისი სამწვრთნელო შტაბი ჩვენთან ერთად იყვნენ ყველაზე რთული პერიოდებში, როგორც კლუბი. ჟოზე ნამდვილი პროფესიონალია, რომელმაც პანდემიის დროს უზარმაზარი გამძლეობა გამოავლინა.

ის ყოველთვის იქნება მისასალმებელი სპეციალისტი და მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს კლუბში შეტანილი წვლილისთვის”.

რაიან მეისონი დღეიდან მთავარი მწვრთნელის მოვალეობას რაიან მეისონი შეასრულებს.

აღვნიშნოთ, რომ პრემიერლიგაში ჩატარებული 30 ტურის შემდეგ, “ჰოტსპური” 50 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

 

 

 

 

 

წყარო – tottenhamhotspur.com

 

 

 

 

სლუცკი: “ვფიქრობ, უკანა ბარძაყის კუნთის ხვიჩას ტრავმა აქვს”, კვარაცხელია: “ეს მე არ უნდა გავაკეთო”