კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ტოტენჰემი” სონის წითელ ბარათს გაასაჩივრებს

Image source: Getty Images

 

ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა “ევერტონის” წინააღმდეგ ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის გასვლით მატჩში მსაჯის მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.

ანდრე გომესის ტრავმის გამო რეფერიმ ინგლისური კლუბის ფეხბურთელს, ჰიონ მინ სონს მოედანი დაატოვებინა.

გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით “ტოტენჰემისონის გაძევების გასაჩივრებას აპირებს, რადგანაც იმ მომენტში კორეელი ფეხბურთელის მოედნიდან გაძევება სამაოდ რადიკალური გადაწყვეტილება იყო.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 79-ე წუთზე “ევერტონის” ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა ფეხის მოტეხილობა მიიღო, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მარტინ ატკინსონმა კი სონს ჯერ ყვითელი, შემდგომ კი წითელი ბარათი უჩვენა.

 

წყარო – thesun.co.uk

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა (ფოტო)