კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ტორპედოსა და დინამო ბათუმს შორის მატჩი ისევ გადაიდო

ტორპედო - დინამო ბათუმი გადაიდო

Image source: FC Torpedo Kutaisi

 

ტორპედოსა” და “დინამო ბათუმს” შორის დღეს გასამართი მატჩი გადაიდო. ეს ინფორმაცია ქუთაისურმა კლუბმა დაადასტურა.

ტორპედოელთა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბოლო ტესტების შედეგად, “ტორპედოს” რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მატჩის დღეს ჩატარება შეუძლებელი გახდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ის გადადო.

აღვნიშნოთ, რომ ეს მატჩი უკვე მეორედ გაიდო – „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაც ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ 8 ნოემბერს გადაიტანეს და ამჯერადაც ვერ ჩატარდა.

ქუთაისის გუნდს მოგვიანებით კიდევ ერთი მატჩის გამართვა მოუწევს – 28 ოქტომბერს „ქართულ კლასიკოში“ „ტორპედოს“„დინამო თბილისი“ უნდა მიეღო და კორანავირუსის საფრთხის გამო ქართული დერბი 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

წყარო –FC Torpedo Kutaisi

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პრეზიდენტი აირჩია